რეზონანსი
19.09.2025

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სიგარეტის არალეგალური ქარხნის საქმეზე ჯუანშერ ბურჭულაძის პირადი დაცვა და კიდევ ორი პირი დააკავა. როგორც უწყებაში განაცხადეს ამავე საქმის ფიგურანტია, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრი ვ.მ-ც.

"გამოვლენილია ამჟამად პატიმრობაში მყოფი ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრის, ვ.მ-ს კუთვნილი კომპანიების მიერ შემდგომი რეალიზების მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება-შენახვის ფაქტები. გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.მ-მ 2023 წელს დააფუძნა კომპანიები და ქალაქ გორში მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში ახორციელებდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გამოშვებას. ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება შენახვის ფაქტზე 2025 წლის 19 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებული არიან არალეგალური საწარმოს დამფუძნებელი მოქალაქე ვ.ა, დირექტორი მ.ა. და ამავე საწარმოს უსაფრთხოების უფროსი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის პირადი დაცვის წევრი ნ.ც. არალეგალური ქარხნიდან და მიმდებარე საწყობიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 2 176 341 ლარის საბაზრო ღირებულების  323 851 ერთეული უაქციზო სიგარეტი "კარელია" -  განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×