რეზონანსი
19.09.2025

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია თურქ კოლეგას, ილამზ თუნჩს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მალტაში, ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მინისტრებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„საუბარი შეეხო ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ სფეროში საერთაშორისო სისხლისსამართლებრივ თანამშრომლობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე შეთანხმდნენ“, – წერს იუსტიციის სამინისტრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×