რეზონანსი
19.09.2025

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების დასავლეთში ვიზიტებს გამოეხმაურა.

„ერთადერთ მიზანს ემსახურებიან, რომ როგორმე იქნებ გარედან ისეთი კრიტიკა შემოვიდეს, რომელიც რევოლუციისთვის განწყობილი ოპოზიციონერების მხარდამჭერებს აღაფრთოვანებს და გამოვლენ ქუჩაში და მოაწყობენ მაიდანს. მთლიანად ეს არის სცენარი.

აშშ-ში ვიზიტიც და ბრიუსელში ვიზიტიც ემსახურება ამ ერთადერთ მიზანს, რომ როგორმე დესტაბილიზაციის სცენარი განხორციელდეს", - აღნიშნა ვოლსკიმ.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ოპოზიციის ნაწილი ვიზიტს ამერიკაშია, ნაწილი ბრიუსელში, ნაწილი ბერლინში მართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×