
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი აზერბაიჯანთან სავაჭრო და ენერგეტიკულ თანამშრომლობას გაღრმავებას გეგმავს ,ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისარმა სოციალურ გვერდზე განათავსა-რა იგულისხმება ურთიერთობის გაღრმავებაში და რატომ აღმოჩნდა აზერბაიჯანი ევროპის ყურადღების ცენტრში.
ევროკავშირი-აზერბაიჯანის პარტნიორობას პატივისცემა, დიალოგი და ორმხრივი ინტერესები წარმართავს, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრის შესახებ დაწერა.
მისი თქმით, ეს მკაფიოდ გამოჩნდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე. „ჩვენ ვგეგმავთ ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას", - განაცხადა კოსმა.
შეგახსენებთ, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი აზერბაიჯანში იმყოფება, რის შემდეგაც ის სომხეთს ეწვევა.
„ურთიერთობის გაღრმავება ძირითადად სავაჭრო ჩარჩოს ეხება"
ექსპერტი კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე, აღნიშნავს, რომ ევროპასა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაღრმავება ძირითადად სავაჭრო ჩარჩოს ეხება, რადგან ევროპა ცდილობს საკუთარი ენერგორესურსების დივერსიფიცირებას. აზერბაიჯანიც, როგორც მნიშვნელოვანი ენერგორესურსის მქონე სახელმწიფო, მისი ინტერესის ობიექტია.
„ევროინტეგრაცია, ევროკავშირის წევრობა არ დგას აზერბაიჯაბის პოლიტიკურ დღის წესრიგში, ევროპასთან უფრო ახლო ურთიერთობებში იგულისხმება ენერგომატარებლებით ვაჭრობა , ევროპა ცდილობს თავისი ენერგოსურვილების დივრესიფიცირებას - თავის მომარაგება მოხდეს სხვადასხვა ქვეყნების მეშვეობით, მათ შორის აზერბაიჯანი საინტერესო მიმართულებაა.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის მიერ მიწოდებული ენერგომატარებლები ძალიან დაბალ პროცენტებს აკმაყოფილებს, მაინც საჭიროა, რომ ამ პლათფორმაზე აზერბაიჯანის მსგავსი ქვეყანა იყოს, გარდა ამისა, აზერბაიჯანი არის, წამყვანი სახელმწიფო შავი და კასპიის ზღვის აუზებში და სეროზული ურთიერთობების შენარჩუნებას ცდილობენ, თუმცა, აქ სხვა გარემოებებიც თამაშობს გადამწყვეტ როლს."
კითხვაზე, რას გულისხმობს სხვა გარემოებებში, ექსპერტი გვპასუხობს, რომ აზერბაიჯანი თურქეთის გაგრძელებად მიიჩნევა. ამიტომ ევროპა მაქსიმალურად ცდილობს პირადი და ხანგრძლივი ურთიერთობების შენარჩუნებას სახელმწიფოსთან, რომელიც მნიშვნელოვანი ენერგორესურსების მფლობელია და ცენტრალური აზიის ერთ-ერთ გასაღებს წარმოადგენს.
„სხვა გარემოებები ის არის, რომ აზერბაიჯანი დღეს აღიქმება როგორც თურქთის გაგრძელება, და საჭიროა რომ ეს „გაგრძელების თემა" როგორმე შეამსუბუქონ და აზერბაიჯანს ჰქონდეს , რაც შეიძლება მეტი პირადი ურთეირთობა ევროპასთან, არა თურქეთის გავლით, არამედ პირადად მასთან.
მეორე გარემოება ის არის, რომაზერბაიჯანი,როგორც საქრთველო, ცენტრალური აზიის ერთ-ერთ გასაღებს წარმოადგენს, აზერბაიჯანის ფუნქცია კი აქ უფრო საინტერესოა, რადგან ენერგორესურსების მფლობელია, ეს ფაქტორები სერიოზულად მუშაობს, ევროპას სურს ასეთი ტიპის ქვეყანასთან პირადი და ყოვლისმომცველი ურთიერთობა. რაც შეეხება აზერბაიჯანის ხელისუფლების მინუსებს - შეგნებულად თვალს ხუჭავენ, იმაზე რაზეც, მაგალითად საქართველოს შემეთხვევაში არ ხდება.
კითხვაზე, ხომ არ შეუშლის რეგიონში აზერბაიჯანისა და სომხეთი გააქტიურება ევროინტეგრაციის გზაზე ხელს საქართველოს, მამუკა არეშიძე ამბობს, რომ საქართველო უკვე დიდი ხანია რეგიონის წამყვან პოზიციებს აღარ იკავებს.
„საქართველო გადანაცვლებული კარგა ხანია უკვე არის, რეგიონში და რეგიონის ლიდერად არ აღიქმება, თუმცა, აქ მხოლოდ ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ჯგუფებთან ურთიერთობაზე არ არის ლაპარაკი, საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს, ზოგადად, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, თუმცა, ევროპას ამ შემთხვევაში ენერგომატრებლების მფლობელ ქვეყნებთან ურთიერთობა აინტერესებს, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი."
არეშიძემ ყურადღება გაამახვილა აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის რიტორიკაზეც.
მოგეხსენებათ, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ევროპა უნდა დაემშვიდობოს რუსულ ენერგომატრებლებს, ან აშშ- ს და ევროპის ურთიერთობა უფრო გაიბზარება. ამ მოცემულობით, დღეს აზერბაიჯანი თავისის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობით ბევრად უფრო წინაა, ვიდრე ჩვენი ქვეყანა, თუნდაც. ყარაბაღის ფაქტორის გამო, ენერგომატრებლების გამო, და კიდევ ბევრი ფაქტორია"-განაცხადა არეშიძემ.