
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ბიზნესმენი ლევან ვასაძე და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.
შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის მთავრობამ გაავრცელა.
„დღეს დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა საქართველოსთან დაკავშირებულ აქტორებს, რომლებიც ეკონომიურად და იდეოლოგიურად მხარს უჭერენ კრემლს. სანქციების პაკეტის მიზანია მათი საქმიანობის გამოაშკარავება და სხვა მსგავსი აქტორების შეკავება. სანქციების სიაში შესულია ორი ნავთობგადამზიდი, რომლებმაც რუსული ნავთობი შეიტანეს ქალაქ ბათუმის პორტში, „ჩრდილოვანი ფლოტის" ფარგლებში. „ჩრდილოვანი ფლოტი" - მოძველებული და სახიფათო ხომალდებია, რომლებსაც კრემლი იყენებს, რათა შეინარჩუნოს ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავალი, რაც არის რუსეთის მთავარი წყარო უკრაინაში უკანონო ომის დასაფინანსებლად. სანქციების ამ პაკეტში შესულ ორ გემს აეკრძალებათ დიდი ბრიტანეთის პორტებში შესვლა და არ მიეცემათ წვდომა გაერთიანებული სამეფოს გემების სარეგისტრაციო სისტემაზე. ქართველი პოლიტიკოსი და მედიამფლობელი ლევან ვასაძე დასანქცირდა საკუთარი პლატფორმებზე პრორუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. ასევე, სანქციების სიაში მოხვდა ბიზნესმენი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს რუსეთთან და „ქართული ოცნების" მმართველ შტოსთან. ეს მოქმედებები მოჰყვა 2024 წელს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაუარესებას, რაც გამოწვეული იქნა მმართველი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების" მოქმედებების შედეგად, კერძოდ კი, კრემლის მიერ მიღებული კანონების მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების შემოღებით, სამოქალაქო საზოგადოების დევნითა და პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით", - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში, რომლის თარგმანიც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს გვერდზე გამოქვეყნდა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|