
ქართველ ხალხს, ყველას, ვიწვევთ ბრძოლის სხვადასხვა ფორმაში, მათ შორის, იმისაკენ, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და დიდი სილა გააწნან „ქართული ოცნების“ რეჟიმს, – ამის შესახებ ბრიფინგზე „ლელო – ძლიერი საქართველო“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბრძოლა გრძელდება, ეს არის ბრძოლა პროტესტით, არჩევნებით, საერთაშორისო დელეგიტიმაციით.
„„ქართული ოცნების“ საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება. დაპირება, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ამერიკასთან ურთიერთობების ნორმალიზება მოხდებოდა, აღმოჩნდა ისეთივე მეგატყუილი, როგორ ტყუილსაც წარმოადგენს ათწლეულების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმი. იანვრის შემდეგ გავიდა რვა თვე, მაგრამ ეს რუსული რეჟიმი კვლავაც ისეთივე არალეგიტიმური და არაღიარებულია, როგორც იყო იანვრამდე, 2024 წლის 26 ოქტომბრის მიტაცებული არჩევნების შემდეგ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ქართული კოშმარის არაღიარების წინადადებაა შესული, რომელიც აშშ-ის მთავრობას და მის ნებისმიერ სხვადასხვა ორგანოს უკრძალავს „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის აღიარებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესწორების წინადადება მიბმულია კანონპროექტის 313-ე მუხლთან, რომელიც აშშ-ის მთავრობას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას უკრძალავს. ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერია ძალიან მნიშვნელოვან კანონში, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ე.წ. ხელისუფლება არის არალეგიტიმური და. ლობისტებისთვის მილიონობით ფულის გადახდის მიუხედავად, ამ ფაქტს ვერაფერი ცვლის და ვერც შეცვლის, ვერც ბრიუსელში და ვერც ვაშინგტონში.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ 1. არავითარი ნორმალიზება არ ხდება და არ მომხდარა; 2. ამ ე.წ. ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი ლეგიტიმაცია; 3. ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების გარეშე არ რეჟიმს პოლიტიკური ურთიერთობის გადატვირთვის არავითარი საშუალება არ ექნება არც ვაშინგტონთან და არც ბრიუსელთან ურთიერთობებში; 4. „ლელო – ძლიერი საქართველო“ წლების განმავლობაში, მათ შორის, ვაშინგტონში მუშაობდა და მუშაობს ამ რეჟიმის შემდგომი დელეგიტიმაციის და სანქცირების მისაღწევად. ეს არის ის კურსი, რომელსაც „ლელო – ძლიერი საქართველო“ ყოველთვის ემხრობოდა, ყოველთვის ლობირებდა, ყველა თავის კომუნიკაციაში ასახავდა სახელმწიფო დეპარტამენტთან, სენატთან და კონგრესთან საუბრისას ხაზს უსვამდა და უსვამს და მუდამ გაუსვამს.
ჩვენი პოზიცია მუდამ იყო და იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილი, მისი ბოროტმოქმედი რეჟიმის სხვადასხვა წევრები და ყველა ის პირი, რომელიც კვებავს ამ რეჟიმს, იქნებიან ესენი პროპაგანდისტები თუ სხვა წრეების წარმომდგენლები, რომლებიც ხელს უწყობენ ამ ბოროტმოქმედი, ანტიქართული, ანტიამერიკული, ანტიევროპული რეჟიმის გამოკვებას და დღეგრძელებას, ყველა უნდა დასანქცირდეს. ეს იყო, არის და რჩება „ლელოს“ ერთადერთ რეალურ და ფორმალურ პოზიციად, რომელსაც ჩვენ ყველაზე მეტად ვლობირებთ ხოლმე. წელსაც, რამდენიმე ოფიციალური ვიზიტის დროს, მათ შორის, ორჯერ ვაშინგტონში ამ პოზიციას ვლობირებდით. ბრძოლა გრძელდება, ეს არის ბრძოლა პროტესტით, არჩევნებით, საერთაშორისო დელეგიტიმაციით. ქართველ ხალხს, ყველას, ვიწვევთ ამ ბრძოლის სხვადასხვა ფორმაში და, მათ შორის, იმისაკენ, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და დიდი სილა გააწნან „ქართული ოცნების“ რეჟიმს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.