რეზონანსი
19.09.2025

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance თიბისის ბიზნეს მობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა. 

ჯილდო თიბისიმ სამ კატეგორიაში მიიღო: საუკეთესო მობაილბანკის აპლიკაცია; საუკეთესო ინფორმაციის უსაფრთხოება და თაღლითობის მენეჯმენტი; საუკეთესო სოციალური მედიამარკეტინგი.

გამარჯვებულები სპეციალურად დაჯილდოებისთვის მოწვეულმა ჟიურიმ შეარჩია, რომლებიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან იყო დაკომპლექტებული. შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენდა:ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების ჩართვა ციფრულ სერვისებში, ციფრული მომხმარებლების ზრდის ტენდენცია, პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება, ასევე ვებ/მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი.

„თიბისისთვის Global Finance-ის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჯილდო ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვქმნით უსაფრთხო ფინანსურ სერვისებს და საუკეთესო გამოცდილებას მომხმარებლებისთვის. ჩვენი გუნდი აგრძელებს ბიზნესის ყოველდღიურობის გამარტივებაზე ზრუნვას“, - ანა ტატიშვილი, თიბისის ბიზნეს მობაილბანკის გუნდის ხელმძღვანელი.

ფინანსური ჟურნალი, Global Finance 1987 წლიდან გამოდის და  მას  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ. ფინანსური საზოგადოებისთვის,  Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო სტანდარტადაა აღიარებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×