
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 16 250.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტია.
აქედან, საქსტატის ცნობით, ექსპორტი 4 448.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა გაიზარდა 6.7 პროცენტით, ხოლო იმპორტი 11 802.7 მლნ. აშშ დოლარს - ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარაგვისტოში, 7 354.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.3 პროცენტია.
უწყების ანგარიშით, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი - 1 989.7 მლნ. აშშ დოლარით, აშშ - 1 863.5 მლნ. აშშ დოლარითა და რუსეთი - 1 705.5 მლნ. აშშ დოლარით.