რეზონანსი
19.09.2025

ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანას, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, რითაც გამოეხმაურა ვაშინგტონში „ნაცმოძრაობის“ წევრების ვიზიტს.

„იმ პირობებში, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ არჩევნების გზით მოსვლის შესაძლებლობა ნული აქვთ, ერთადერთი რაც დარჩენიათ, ეს არის ფულით დაკვეთილი სტატიები, დეზინფორმაციის იმედზე დარჩნენ. ახლაც აშშ-ში აწარმოებენ შეხვედრებს მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც მცირედი მაინც დაუშავონ ამ ქვეყანასა და მის ხელისუფლებას“, - აცხადებს წილოსანი.

„ნაციონალური მოძრაობა“ ვაშინგტონშია და კონგრესმენ ჯო უილსონთან შეხვედრებს მართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×