რეზონანსი
18.09.2025

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, თაზო დათუნაშვილი, ბრიუსელის მერმა ფილიპ კლოზიმ მიიღო. 

მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრაზე, თბილისი-ბრიუსელის სამომავლო პარტნიორობის დეტალები განხილეს, როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, რაც ერთობილივი ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას გულისხმობს. 

ბრიუსელის მერს სტუმრებმა, საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება გააცნეს. ფილიპ კლოზიმ თბილისის მერობის ერთიან კანდიდარს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ფილიპ კლოზი, ბრიუსელის მერი: „ჩვენ დღეს შევხვდით თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს. მე მინდა მას გამოვუცხადო სრული მხარდაჭერა, რადგან ჩვენ გვაკავშირებს ის საერთო ევროპული ღირებულები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ევროპის დედაქალაქის მერისთვის“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×