რეზონანსი
18.09.2025

ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“ ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჯო უილსონისა და „ნაცმოძრაობის“ წევრების შეხვედრა, ფაქტობრივად, შიდაპარტიული შეხვედრაა.

„გაირკვა, რომ საუბრობდნენ 2012 წლამდე არსებულ პროექტზე, რომელიც შემდგომ არ განხორციელდა, აქ იყო გარკვეული გაუგებრობა, საინტერესო არ არის. ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“ ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები. შესაბამისად, მათი ერთმანეთთან შეხვედრა არის, ფაქტობრივად, შიდაპარტიული შეხვედრა და ჩვენთვის ეს საინტერესო ვერ იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×