
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ პოლიტიკური ტერორიზმია არა მხოლოდ პოლიციელების მოკვლა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა და არეულობებს მონაწილეობა, არამედ ასევე ამ პოლიტიკური ძალადობის დაფინანსება და ორგანიზება. ამის შესახებ ვენსმა ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, თუ როგორ ხდება ახალგაზრდების რადიკალიზაცია და ვინ აფინანსებს ამ რადიკალიზაციის ძალისხმევას. ჩვენ ვიხილეთ ეს 2020 წლის ზაფხულში, როდესაც არეულობის დროს 20 ადამიანზე მეტი დაიღუპა. ეს არის პოლიტიკური ტერორიზმი. საუბარი არ არის მხოლოდ ამ ადამიანებზე, ვინც პოლიციელებს კლავენ, ან მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან და არეულობებში მონაწილეობენ. საიდან მოდის ფული? ვინ აორგანიზებს ამ ძალადობრივ ქმედებებს?“,- აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ისინი, ვინც ქვეყნის მთავრობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდებებით გამოდიან, ტერორისტულ მოძრაობის მონაწილეები არიან.
,,ადამიანებს აშშ-ის მთავრობის ან თანამოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ჩადენისკენ თუ მოუწოდებთ, მაშინ თქვენ ნამდვილად ტერორისტულ მოძრაობაში ხართ ჩართული. ჩვენ სულ უფრო მზარდად ვხედავთ, რომ ადამიანები, ტრანსსაზოგადოება და ულტრამემარცხენე ჯგუფების სხვა წევრების განცხადებით, ისინი იმდენად არიან შეშინებულები ნეგატიური რიტორიკით, რომ ხელში იარაღი უნდა აიღონ და ადამიანებს თავს დაესხან. თუ თქვენი მოძრაობა გეუბნებათ, რომ ჩაიდინოთ ძალადობრივი ქმედებები მათ წინააღმდეგ, ვინ საუბრობს იმას, რაც თქვენ არ მოგწონთ, თქვენ პირველ რიგში ბოროტები ხართ და მეორე, თქვენ ჩართული ხართ ტერორისტულ მოძრაობაში. ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა აღმოფხვრათ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ რომ მემარცხენე ძალადობის დაფინანსებისა და რადიკალიზაციის ქსელები გამოვავლინოთ. თუკი თქვენ თანამოქალაქე ამერიკელებს ან ვინმე სხვას მოუწოდებთ ან აფინანსებთ, რომ ჩაიდინოთ ძალადობის აქტები, რადგან არ ეთანხმებით პოლიტიკურ სიტყვას, თქვენ მოგეპყრობიან როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას და ჩვენ თქვენამდე მოვალთ“, – აღნიშნა ვენსმა.
ჯეი დი ვენსის თქმით, ხელისუფლება აპირებს, რომ შეაჩეროს ქვეყანაში პოლიტიკური ძალადობა.
„არასამთავრობო ორგანიზაცია თუ ხართ და აფინანსებთ არეულობებს და სხვა სახის პოლიტიკურ ძალადობას, რატომ არ უნდა დაგიპირისპირდეთ? რატომ არ უნდა გავწყვიტოთ დაფინანსების ეს წყაროები? და რატომ არ უნდა გავასამართლოთ ძალადობაში ჩართული ადამიანები?“, – განაცხადა ვენსმა.