რეზონანსი
18.09.2025

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც არეულობების და სხვა პოლიტიკური ძალადობის დამფინანსებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე და მათ პასუხისგებაზე ისაუბრა. 

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, თუ ეს აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკის და მიდგომის ცვლილებების მანიფესტია, მაშინ წესით, ამას საქართველოშიც ვიგრძნობთ იმით, რომ ძალადობის წამხალისებელ აქაურ ორგანიზაციებს ყველანაირი დახმარება შეუწყდებათ.

"თუ ეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის პირადი მოსაზრებაა, მაშინ ის დარჩება ასეთად და ამის იქით არ წავა. ხოლო თუ ეს აშშ-ს სახელმწიფო პოლიტიკის და ადრეული მიდგომების ცვლილების მანიფესტია, მაშინ წესით ეს აქ საქართველოშიც უნდა ვიგრძნოთ კონკრეტული ქმედებებით. კერძოდ, ასეთი აქაური ორგანიზაციებისთვის ყველანაირი დახმარების შეწყვეტით", - წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×