რეზონანსი
18.09.2025

ხე წაიქცა, ხალხო, რა გჭირთ? ადგილზე არავინ ყოფილა. ბუნებაა - ხან ხე წაიქცევა, ხან ბალახი ამოვარდება, ხან რაღაც დაზიანდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ვაკის პარკში ხის წაქცევის ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები სკვერებისა და პარკების შემოწმებასა და მოვლა-პატრონობას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ, თუმცა ბუნებრივი პროცესებისგან დაზღვეული არავინაა.

„ადგილზე არავინ ყოფილა. რა თქმა უნდა, მერია შემოწმებას ახორციელებს, თუმცა სამწუხაროდ, ხდება ხოლმე. ბუნებაა - ხან ხე წაიქცევა, ხან ბალახი ამოვარდება, ხან რაღაც დაზიანდება. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე. ჩვეულებრივი ბუნებრივი მოვლენაა. ხე წაიქცა, ხალხო, რა გჭირთ? იქ არავინ იმყოფებოდა, გვაქვს ამის კადრები და მიმდინარეობს მეთვალყურეობა. ნუ გაავრცელებთ სიცრუეს და ტყუილს. ჩვენი შესაბამისი სამსახურები სკვერებისა და პარკების მოვლა-პატრონობას ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ. სულ ნუ გავგიჟდებით, ხომ? ბუნებრივი პროცესები არსებობს, რომლის პრევენციაც შეუძლებელია. ხე წაიქცა, ხე მოტყდა, ცუდია, მაგრამ...“,- განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×