რეზონანსი
18.09.2025

გასულ კვირას, 11 სექტემბერს, ტირანაში გაიმართა უეფა-ს აღმასკომის სხდომა, სადაც განიხილებოდა საერთაშორისო არენაზე რუსეთის დაბრუნების საკითხი.

როგორც უეფა-სთან დაახლოებული წყარო იტყობინება, რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის გაგრძელებას მხარი დაუჭირეს პოლონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ესტონეთმა, უკრაინამ, საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, დანიამ, ბელგიამ, ინგლისმა, ირლანდიამ, შოტლანდიამ და ისლანდიამ.

გარდა ამისა, ცნობილი გახდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც უშვებენ გარკვეული შეზღუდვების მოხსნას რუსული მხარისთვის. მაგალითად, შვედეთი, ფინეთი და ნორვეგია პირველად დაფიქრდნენ ქალთა და ახალგაზრდული გუნდების დაბრუნებაზე. სკანდინავიურმა ქვეყნებმა, შესაძლოა, ეს ნაბიჯი წლის ბოლოს გადადგან – იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა და რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან.

პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, შვეიცარია, სლოვაკეთი, სლოვენია და ჩეხეთი მზად არიან განიხილონ ეს ვარიანტი უეფა-სთან შეთანხმებით. ბულგარეთი, სერბეთი, ბოსნია, საბერძნეთი, უნგრეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი რუსეთის სრულფასოვან დაბრუნებას ემხრობიან.

2026 წლის 12 თებერვალს, ბრიუსელში გაიმართება უეფა-ს კონგრესი, სადაც განიხილება რუსული ფეხბურთის საკითხი – კლუბების მონაწილეობა ევროთასებზე და ასაკობრივი ნაკრებების დაბრუნება საერთაშორისო ტურნირებზე.

შეგახსენებთ, რომ რუსული საფეხბურთო კლუბები და ნაკრებები 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული ჩამოშორებულნი არიან უეფა-ს ტურნირებს უკრაინაში რუსული აგრესიის გამო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×