რეზონანსი
18.09.2025

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, დანაშაულის კონტროლის ინდექსს აქვეყნებს. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 92 % მიიღო და მსოფლიოში მე-17 ადგილზე გავიდა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას, იაპონიის გარდა და ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს.

„საქართველოს მორიგ პროგრესს ევროკომისიის მიერ დაკვეთილი კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს და კვლავ "სადღაც გადავუხვიეთ" ევრო-ბიუროკრატებო? დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია.

რასაკვირველია, დასავლელი ობიექტური, მრავალდარგოვანი ექსპერტების შეფასებები უფრო წონადია, ვიდრე სამარცხვინოდ ტენდენციური დროებითი ევრო-ჩინოსნების.

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, დანაშაულის კონტროლის ინდექსს აქვეყნებს. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 92 % მიიღო და მსოფლიოში მე-17 ადგილზე გავიდა.

დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას (იაპონიის გარდა), ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს“, - წერს გია აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×