რეზონანსი
18.09.2025

ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებული კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოიტანა, რომელმაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„საქმე გვაქვს კომპლექსურ დანაშაულებრივ სქემასთან. უპრეცედენტო რაოდენობის ფულია გათეთრებული“, - განაცხადა სასამართლო პროცესზე პროკურორმა ზინიკო ქობალიამ.

ბრალდების მხარის თანახმად, საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი თანხის - 60 მილიარდამდე რუსული რუბლის - აკუმულირებაზე და აზერბაიჯანიდან შემოტანაზე.

პროკურატურა ჯგუფურ დანაშაულზე საუბრობს და ასახელებს საქმის კიდევ ერთ ფიგურანტს - ელდარ ჰუსეინოვს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×