რეზონანსი
17.09.2025

მშვიდად და ნარნარად დაემხობა ეს რეჟიმი, ვარდების რევოლუცია იყო მშვიდობიანი ხალხის რევოლუცია, ზუსტად ასეთი იქნება 4 ოქტომბერს, მშვიდობიანი ქართველი ხალხის რევოლუცია, – ამის შესახებ პარტია „ერთიანობა–ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანი წითლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

ანი წითლიძის თქმით, ერთადერთი, რაც ქვეყანაში ცვლილებებს მოიტანს, 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციაა.

„4 ოქტომბრის ორგანიზატორები არიან პაატა ბურჭულაძე და „რუსთაველის გამზირი“. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ უერთდება 4 ოქტომბერს ამ ხელისუფლების მშვიდობიან დამხობას. მე ჩართული ვარ და ჩავერთვები ნებისმიერ ინიციატივაში, რომელიც რუსული რეჟიმის დამხობაში მიიღებს მონაწილეობას. მე გეგმას ნამდვილად ვერ გეტყვით, გეტყვით, რომ 4 ოქტომბერი არის 70 პროცენტით შემდგარი ფაქტი. ის 30 პროცენტი, რაც საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან ბრძოლას გულისხმობს რეჟიმის დასამხობად 4 ოქტომბერს, აი, მშვიდად და ნარნარად რომ დაემხობა ეს რეჟიმი, ეს არის ის, რაც უნდა მოხდეს 4 ოქტომბერს. როგორც „ვარდების რევოლუცია“, ისე, რომ არცერთი ადამიანი არ დაშავებულა, მშვიდად და წყნარად. „ვარდების რევოლუცია“ იყო მშვიდობიანი ხალხის რევოლუცია. ზუსტად ასეთი იქნება 4 ოქტომბერს, მშვიდობიანი ქართველი ხალხის რევოლუცია.

მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, რომ არანაირი 4 ოქტომბრის არჩევნები არ არსებობს. ამ ქვეყანაში არჩევნები არ არსებობს, ეს არის ფარსი და არის რუსული სპეცოპერაცია. ერთადერთი, რაც ამ ქვეყანაში ცვლილებებს მოიტანს, ეს არის 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუცია. ნურავინ ნუ მივა საარჩევნო უბანთან, ნუ მივლენ და ნუ შეეცდებიან გააპრავონ რუსული სპეცოპერაცია. რუსთაველზე 16:00 საათზე არის რეალური ცვლილების შანსი“, – განაცხადა ანი წითლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×