რეზონანსი
17.09.2025

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეორე ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტი დიდ ბრიტანეთში პომპეზურობითა და უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით მიმდინარეობს. დონალდ ტრამპი უინძორების სასახლეში ვერტმფრენით ჩავიდა, სადაც მას და მელანია ტრამპს  პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი შეხვდნენ.

ამის შემდეგ დონალდ ტრაპმი გაერთიანებული სამეფოს მონარქს, მეფე ჩარლზსა და მის მეუღლეს, კამილას შეხვდა.

ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში დონალდ ტრამპი უინძორების სასახლეში საპატიო ყარაულებს მიესალმა, სადაც ამერიკისა და ბრიტანეთის ეროვნული ჰიმნები შესრულდა. მოგვიანებით კი სამეფო ოჯახმა და საპატიო სტუმრები სასადილოდ სასახლეში გაემართნენ.

როგორც „როიტერი“ წერს, ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტის სტუმრობა იქნება ყველაზე მასშტაბური სამხედრო ცერემონიალური დახვედრა სახელმწიფო ვიზიტების ისტორიაში.

ცნობისთვის, ეს გაერთიანებულ სამეფოში დონალდ ტრამპის მეორე სახელმწიფო ვიზიტია. ხვალ აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს შეხვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×