
625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებული პირის კახა კოტორაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 17:30 საათზე ჩატარდება, სადაც კოტორაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა მის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. უცნობია დაცვის მხარის პოზიცია.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული კომპანია „ფინის“ 49 წლის მფლობელია. აღნიშნული კომპანია თბილისში, თამარ მეფის 32-ში და წარმოადგენს ვალუტის გადამცვლელ პუნქტს.
პროკურატურის ცნობით, 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული. მათივე ინფორმაციით, 2022–2024 წლებში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ, კონკრეტულმა დაჯგუფებამ საბაჟოს გვერდის ავლით შემოტანილი ნაღდი ვალუტა ბანკებში.