რეზონანსი
17.09.2025

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბრიუსელის პოლიტიკას სოციალურ ქსელში აკრიტიკებს.

ორბანი წერს, რომ უნგრეთს განვითარების საკუთარი გზა აქვს არჩეული, რომელსაც გაჰყვება თავისი სუვერენიტეტის დასაცავად.

ორბანი ევროპის პრობლემებს შორის მიგრანტების შედინებას, ევროპული ფასეულობებისგან განსხვავებული პარალელური საზოგადოებების ჩამოყალიბებას, ქრისტიანული ტრადიციების გაქრობას და ეკონომიკის უკუსვლას ასახელებს.

ორბანი წერს, რომ უნგრეთი უკრაინისთვის ფულს არ გაიღებს, არაფერს გადაიხდის ომისთვის, რომელსაც ვერ აკონტროლებს და ამით ქვეყანაში მშვიდობას შეინარჩუნებს.

„დასავლეთის მიბაძვის ეპოქა დასრულდა. მიგრანტები იჭრებიან, პარალელურ საზოგადოებებს ქმნიან, ქრება ქრისტიანული ტრადიციები, ხოლო ევროპული ეკონომიკა უკან მიდის. უნგრეთი საკუთარი გზით წავა, დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს, უკრაინას ფულს არ მისცემს და მშვიდობის კუნძულად დარჩება. ჩვენ არაფერს გადავიხდით ომებში, რომლებიც ჩვენი არაა!", - დაწერა ორბანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×