რეზონანსი
17.09.2025

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სამშვიდობო პროცესში მიღწეული შედეგებისთვის მადლობას უხდიან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, აფასებს ტრამპის მნიშვნელოვან როლს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესის წინსვლასა და ვაშინგტონის ისტორიული სამიტის მასპინძლობაში.

„თქვენ ხართ აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებს შორის მარადიული მეგობრობისა და ახალი სტრატეგიული პარტნიორობის არქიტექტორი. დიდად ვაფასებ ჩვენს მეგობრობას", - წერს ალიევი სოციალურ ქსელში.

თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ადასტურებს ერთგულებას მშვიდობის შემდგომი ინსტიტუციონალიზაციისა და „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის" განხორციელების მიმართ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×