რეზონანსი
17.09.2025

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)

შემოდგომა მოგცემს შესაძლებლობას ახალი მიზნები დაისახო. ენერგია მოიმატებს ოქტომბრიდან, როცა საქმიან სფეროში წინსვლა დაიწყება. თუმცა სჯობს მეტი მოთმინება გამოიჩინო და არ იჩქარო, კარტები სწორად უნდა გადაანაწილო. პირადში მოსალოდნელია მოულოდნელი შეხვედრა, რომელიც დაგაფიქრებს საკუთარ სურვილებზე.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)

ეს პერიოდი დაგეხმარება ფინანსური სტაბილურობის მოპოვებაში. შესაძლოა, იპოვო ახალი წყარო შემოსავლისთვის ან ძველი ვალი დაბრუნდეს. სიყვარულში მეტი გულწრფელობაა საჭირო – თუ თავს არ დაიზოგავ, ურთიერთობები უფრო ღრმავდება. ჯანმრთელობაზე ყურადღება მიაქციე, სწორი კვება და მსუბუქი აქტივობა გამოგადგება.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)

საინტერესო შემოდგომაა, ბევრი ახალი იდეა, ადამიანები და სიურპრიზი. მთავარია, ყურადღება არ გაფანტო. კომუნიკაციები გახდება შენი მთავარი ბერკეტი. სჯობს დაეყრდნო ინტუიციას. განსაკუთრებით ოქტომბერში, როცა მოულოდნელ გადაწყვეტილებებს მოგთხოვს ცხოვრება.

კირჩხიბი (21 ივნისი – 22 ივლისი)

შემოდგომა გიხმობს შინაგანი სიმშვიდისკენ. შესაძლოა მოგინდეს დროის გატარება ოჯახთან და ახლობლებთან. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ ნოემბრიდან პოზიტიური სიახლე გელოდება. სიყვარულში მეტი სითბო, მეტი გულწრფელი სიტყვა.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)

2025 წლის შემოდგომა შენთვის გარდამტეხია, ახალი ეტაპი იწყება. შეიძლება კარიერული წინსვლა, ახალი პროექტები ან პირადში დიდი ცვლილება. სამყარო მოგთხოვს ბედნიერებას ჩახედო თვალებში და რისკზე წახვიდე. არ შეგეშინდეს! სწორედ ახლა გაქვს შესაძლებლობა საკუთარი გზა გაანათო.

ქალწული (23 აგვისტო – 22 სექტემბერი)

შემოდგომა დაგეხმარება წვრილმანებში წესრიგის დამყარებაში. ოქტომბერი განსაკუთრებით ხელსაყრელია ახალი უნარების შესაძენად. ფინანსურად შეიძლება უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოგიწიოს. პირადში კი დაგჭირდება გულწრფელი საუბრები, რომ გაუგებრობები არ დაგიგროვდეს.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)

ეს დრო მოგცემს შანსს, რომ ბალანსი აღადგინო როგორც ემოციებში, ისე საქმეებში. შემოდგომა დაგეხმარება სილამაზისა და ჰარმონიის შექმნაში. შესაძლოა ახალი ურთიერთობები დაგეწყოს, რომლებიც სერიოზულ ეტაპზე გადავა. შემოქმედებით სფეროში ბრწყინვალე შედეგები გელის.

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)

შემოდგომა გიხმობს სიღრმეებში ჩასვლას. ეს დროა, როცა შინაგან სამყაროს უნდა მოუსმინო. ფინანსურად მოსალოდნელია მოულოდნელი მოგება ან საჩუქარი. სიყვარულში ძლიერი ვნებები, თუმცა უნდა აკონტროლო ემოციები, რომ კონფლიქტებში არ გადაიზარდოს.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

შემოდგომა მოგცემს მოგზაურობისა და ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას. შეიძლება კარიერაში ახალი მიმართულება აირჩიო. მეგობრებთან ურთიერთობები გამოგადგება როგორც მხარდაჭერის, ისე იდეების გაჩენის თვალსაზრისით. სიყვარულში კი გულწრფელობა და თავისუფლება დაგეხმარება.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)

ეს პერიოდი შენგან ითხოვს პრაქტიკულ ნაბიჯებს. ფინანსურ სფეროში სტაბილურობისკენ წასვლა შესაძლებელია. კარიერაში ახალი პასუხისმგებლობები მოგემატება, მაგრამ შედეგი დამაკმაყოფილებელი იქნება. პირადში მეტი სითბო და ნაკლები კრიტიკა.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

შემოდგომა მოგიტანს ახალ იდეებს, ინოვაციებსა და მეგობრულ კავშირებს. შესაძლოა ჩაერთო საინტერესო პროექტებში. პირადში ელოდე მოულოდნელობას შეიძლება ადამიანი გამოჩნდეს, რომელიც შენს ცხოვრებას გადაატრიალებს. ფინანსებში – სჯობს რეალიზმს მიჰყვე და ზედმეტ რისკს მოერიდო.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

შემოდგომა დაგეხმარება შინაგან სამყაროში სიღრმისეულად ჩახედვაში. კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის და სულიერი განვითარებისათვის. ფინანსებში დაგჭირდება მეტი კონტროლი, მაგრამ წლის ბოლოსკენ გაუმჯობესებას იგრძნობ. სიყვარულში ემოციური სიახლოვე და ახალი ნდობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×