რეზონანსი
16.09.2025

„ჰამასი“ უნდა განიარაღდეს და გაათავისუფლოს მძევლები, წინააღმდეგ შემთხვევაში ღაზა განადგურდება, –  ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქალაქ ღაზის დაცემა „ჰამასის“ დაცემას გამოიწვევს.

,,ჰამასისგან“ მხოლოდ ორი რამ გვინდა და ის ამას ნებაყოფლობით არ გააკეთებს: ყველა მძევლის გათავისუფლება და განიარაღება. ამ თავდასხმის დიდი ძალა პირდაპირ ამარცხებს „ჰამასს“ და ასევე ქმნის უფრო დიდ ბერკეტს მძევლების გასათავისუფლებლად. ჩვენ გვსურს, ქალაქ ღაზაზე კონტროლი დავამყაროთ, რადგან დღეს ის „ჰამასის“ მმართველობის მთავარი სიმბოლოა. დღეს თუ ღაზა დაეცემა, ისინიც დაეცემიან“, – განაცხადა ისრაელ კაცმა 162-ე დივიზიის შტაბ-ბინაში ვიზიტის დროს, რომლის ჯარისკაცებიც ამჟამად ქალაქ ღაზაში მოქმედებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×