რეზონანსი
16.09.2025

ყველა იმ ადამიანის თავში ჩამახედა, ვინც მის პრინციპებს იზიარებს და არ ეკითხება, რუსეთიდან რუბლებს რატომ იღებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, ელენე ხოშტარია ყველაფერს აკეთებს, რაც, პირველ რიგში, ქალს არ შეეფერება და შემდეგ პოლიტიკოსს.

„ელენე ხოშტარიას ფული პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან ერიცხება და აქ პოლიტიკოსად არის წოდებული. ეს ადამიანი ხან პატრულის მანქანაზე დახტუნავს, ხან ბანერიდან ძლივს ხსნიან, ხან ბოძზეა ამძვრალი, ხან ხეზე, ხან „ფანტანშია“ ჩასული. ეს ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რაც პირველ რიგში, ქალს არ შეეფერება და შემდეგ პოლიტიკოსს. ეს ყველაფერი მისი სახეა. ის ასე უტიფრად ახალგაზრდებთან დგას. ყველა იმ ადამიანის თავში ჩამახედა, ვინც მის პრინციპებს იზიარებს და არ ეკითხება, რუსეთიდან რუბლებს რატომ იღებს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×