რეზონანსი
16.09.2025

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იდეოლოგიურად დაკავშირებულია ჰიტლერთან და მას იგივე ბედი ელოდება. ერდოღანის განცხადებას თურქული გამოცემა „ანადოლუ" ავრცელებს.

„ისინი, ვინც ისრაელს მართავენ, წარმოადგენენ მკვლელების ქსელს, რომლებმაც საკუთარი რადიკალური შეხედულებები ფაშისტურ იდეოლოგიად აქციეს. ნეთანიაჰუ, ფაქტობრივად, იდეოლოგიურად დაკავშირებულია ჰიტლერთან. როგორც ჰიტლერმა წინასწარ ვერ განჭვრიტა მარცხი, ნეთანიაჰუსაც საბოლოოდ იგივე ბედი ელოდება", - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

ერდოღანის თქმით, დასავლური ქვეყნების მიერ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება გაზრდის ისრაელზე ზეწოლას. როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, თურქეთი კიდევ ერთხელ დააყენებს ამ საკითხს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, იმედს გამოთქვამს, რომ ამ ღონისძიებაზე ღაზის მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული ფრონტი გაფართოვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×