
რიცხვები, თავისთავად, ყველაფერზე მეტყველებს: 2012 წლის შემდეგ ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძეწმ ქუთაისში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების გადაცემასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, დევნილი ოჯახების მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მილიონიდან 240 მილიონ ლარამდეა გაზრდილი.
„ათჯერ არის გაზრდილი წლიური ინვესტიციების მოცულობა. თავის დროზე 25 მლნ იყო წლიური ბიუჯეტი, რაც ამ მიმართულებით იხარჯებოდა და ეს 25 მლნ არის 240 მლნ ლარამდე გაზრდილი. ესეც თავისთავად მეტყველებს დამოკიდებულების ცვლილებაზე ძველი ხელისუფლების შემდეგ - ახალი ხელისუფლების პირობებში. მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე, პირველ რიგში მინდა, დევნილებს მოგილოცოთ ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი და მინდა, გისურვოთ ბედნიერად ცხოვრება ახალ, ღირსეულ საცხოვრებელში. თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ეს არ არის, ჩვენი მთავარი მიზანია დაბრუნება აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და მინდა, ყველას გისურვოთ საბოლოოდ აფხაზეთში დაბრუნება და იქ ბედნიერად ცხოვრება თქვენს ოჯახებთან ერთად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.