რეზონანსი
16.09.2025

რუსებისთვის საყვარელი არტისტები და საზოგადო მოღვაწეები, ინსტაგრამზე, გლოვის ნიშნად დაყენებული შავი ფონის გამო გაყარეს ქვეყნიდან, აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები, გაუჩერეს ტრანზაქციები და ჰონორარები,  - ამის შესახებ ქორეოგრაფი ქეთი თოლორაია, სოციალურ ქსელში წერს. 

მისი განცხადებით, ერთადერთი, ვისაც რუსული ავტორიტარული სისტემა ვერ მოერია, ელენე ხოშტარიაა და ის კვლავაც იღებს სოლიკო ვირსალაძის საავტორო უფლებების ჰონორარს.

"რუსეთი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტარული სახელმწიფო, სადაც არ არსებობს ხელშეუხებელი ან აბსოლუტური უფლება. ნებისმიერი ღვაწლის, გავლენის და ძალის ადამიანს შეიძლება ჩამოართვან ქონება, ჯილდოები, აუკრძალონ ქვეყნის დატოვება ან შემოსვლა. განსაკუთრებით, ეს ყველაფერი გამძაფრდა ბოლო 3 წლის განმავლობაში, ომის დაწყების დღიდან. რუსებისთვის საყვარელი არტისტები და საზოგადო მოღვაწეები, ინსტაგრამზე, გლოვის ნიშნად დაყენებული შავი ფონის გამო გაყარეს ქვეყნიდან, აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები, გაუჩერეს ტრანზაქციები და ჰონორარები. დასაჯეს ისინიც კი, ვინც უკრაინაში შეჭრას კი არ გმობდა, უბრალოდ იძახდა რომ ომი ცუდია. ერთადერთი ვისაც რუსული ავტორიტერული სისტემა ვერ მოერია და ვერ გადაახტა არის ელენე ხოშტარია და მისი უფლება მიიღოს სოლიკო ვირსალაძის საავტორო უფლებების ჰონორარი. ამ ადამიანმა, რომელიც თავდაუღალავად ებრძვის რუსულ რეჟიმს საქართველოში და ყოველ დღე აახლოვებს პუტინის აღსასრულს, შეუძლებელი შეძლო და საუკუნეების ნაშენები ავტორიტარიზმი ჩიხში მოამწყვდია. ყოჩაღ ელენე!" - წერს თოლორაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×