რეზონანსი
16.09.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ცილისწამების გამო გამოცემა The New York Times-ის წინააღმდეგ 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სარჩელი შეიტანა.

“დღეს წილად მხვდა დიდი პატივი შევიტანო 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სარჩელი ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ The New York Times-ის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი და დეგრადირებული გაზეთია. ის ფაქტობრივად რადიკალურად მემარცხენე „დემოკრატიული“ პარტიის რუპორი გახდა“, - დაწერა ტრამპმა.

მისი თქმით, გამოცემა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის კონკურენტს „დემოკრატიული“ პარტიიდან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს უჭერდა მხარს. „ეს იყო ყველაზე მსხვილი უკანონო შემოწირულება საარჩევნო კამპანიის ისტორიაში. მათი მხარდაჭერა კამალა ჰარისის მიმართ The New York Times-ის პირველ გვერდზე იყო გამოტანილი, რაც გაუგონარია!“ - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, გამოცემა ათწლეულების განმავლობაში სიცრუეს ავრცელებს მისი ოჯახის, ბიზნესისა და მოძრაობის „გავხადოთ ამერიკა კვლავ დიადი“ შესახებ.

„The New York Times-ი დიდი ხნის განმავლობაში თავისუფლად მწამებდა ცილს, იტყუებოდა და ტალახს მესროდა. ეს დაუყოვნებლივ შეწყდება! სარჩელი ფლორიდის დიად შტატშია შეტანილი“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×