რეზონანსი
15.09.2025

სპეკულაციურ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დაკავებულ „ჯუანშერ ბურჭულაძეს კითხვები დაუსვეს ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობაზეც, შესაძლოა, რომ შემდეგი სამიზნე სუს-ის იყოს ირაკლი ღარიბაშვილი".

„ეს არის ჩემთვის სპეკულაციური კითხვა, ამიტომ არ ვთვლი თავს ვალდებულად ამ კითხვას პასუხი გავცე. სპეკულაციურ კითხვებზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ", - განაცხადა კობახიძემ.

კიდევ ერთი ჟურნალისტის კითხვაზე: „შეიძლება თუ არა ვიხილოთ ირაკლი ღარიბაშვილი განსასჯელის სკამზე", კობახიძემ თქვა: „არ არის ეს სწორად დასმული შეკითხვა, დასვით სწორად კითხვები და გიპასუხებთ".

ასევე, მან უპასუხა კითხვას, თუ რა ურთიერთობა აქვს დღეს ირაკლი ღარიბაშვილთან, რაზეც ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჰქონდა რამდენჯერმე სატელეფონო კომუნიკაცია კონკრეტულ საქმიან საკითხზე.

„მქონდა რამდენჯერმე სატელეფონო კომუნიკაცია სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ კონკრეტულ საქმიან თემასთან დაკავშირებით", - დასძინა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×