რეზონანსი
15.09.2025

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, 4 ოქტომბერს, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის ულტიმატუმს, რომელიც სამი პუნქტისგან შედგება, სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი განცხადებით, შეკრებილებმა უნდა მოითხოვონ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, მთავრობის გადადგომა და ცესკოს დაშლა, ისევე როგორც აქამდე ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა. ბასილაია-შავგულიძის თქმით, თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, ხალხი, ვისაც ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია, გადადის ზურგში და ეხმარება წინა ხაზზე მყოფებს. 

"4-ში როდესაც ათასობით შევიკრიბებით, ვუყენებთ ულტიმატუმს:

1. ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ განთავისუფლება! 

2. ე.წ. მთავრობის გადადგომა! 

3. ცესკოს დაშლა და აქამდე ჩატარებული "არჩევნების" არალეგიტიმურად ცნობა! 

თუ არ შეასრულებენ, შემდეგ ხალხი, ვისაც წინააღმდეგობის გაწევა ფიზიკურად უჭირს, გადადის ზურგში (არ მიდის სახლში, არამედ ეხმარება წინა ხაზს!)," - წერს ლიკა ბასილაია-შავგულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×