
წარმოუდგენელია, საიდან მოიტანეთ, რომ ირაკლი კუპრაძე ჩემი კონკურენტია?! - ასე უპასუხა თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტს კითხვაზე, თუ რას იტყოდა მისი კონკურენტის ირაკლი კუპრაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი შიმშილობს.
კალაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სწორი არ არის.
„ჯერ საიდან მოიტანეთ, რომ კუპრაძე ჩემი კონკურენტია? - ესეც წარმოუდგენელია!
სიღარიბე ქვეყანაში იკლებს და ეკონომიკური განვითარება იზრდება. შეგიძლიათ შესაბამისი სამსახურებიდან სტატისტიკა მიიღოთ. ნახავთ, რომ ქვეყანაში სიღარიბე მცირდება და ეკონომიკურად ვიზრდებით.
ყველაზე მთავარია მშვიდობის შენარჩუნება. თუ მშვიდობა არ იქნა, წინსვლასა და ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი შეუძლებელი იქნება. ეკონომიკურ განვითარებას, რა თქმა უნდა, კეთილდღეობა მოაქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.