
ბრიტანეთის 24%-იანი ლიდერი არ ეგუება პოლიციელებზე თავდასხმებს გაერთიანებულ სამეფოში, ხოლო საქართველოს 55%-ზე მეტი რეიტინგის მქონე მთავრობა უნდა შეეგუოს ქართველ სამართალდამცველებზე თავდასხმას?!“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ევროპელი ლიდერები 1 200 000 ადამიანის მიერ არჩეულ ქართულ ხელისუფლებას დემოკრატიას უწუნებენ და ქართველი სამართალდამცველების წინააღმდეგ აგორებულ „ბინძურ კამპანიას“ ახალისებენ.
„ბრიტანეთში "YouGov"-ის უახლესი გამოკითხვის მონაცემებით, პრემიერ სტარმერის “favourability rate” არის 24% დადებითი, ხოლო 68% უარყოფითი.
ანუ - ბრიტანეთის 24%-იანი ლიდერი არ ეგუება პოლიციელებზე თავდასხმებს გაერთიანებულ სამეფოში...
ხოლო - საქართველოს 55%-ზე მეტი რეიტინგის მქონე მთავრობა უნდა შეეგუოს ქართველ სამართალდამცველებზე თავდასხმას?
პროცენტები იმის საილუსტრაციოდ დავწერე, რომ ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ევროპელი ლიდერები, 1 200 000 ადამიანის არჩეულ ქართულ მთავრობას დემოკრატიას უწუნებენ და ქართველი სამართალდამცველების წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიას ახალისებენ.
ანუ, რაც არ მოსწონთ ევროპაში, საქართველოში ნებადართულია?!
თუმცა - მაკრონები, სტარმერები და მერცები, ისე არიან ევროპის ლეგიტიმური ლიდერები, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენია რუსეთის შემაკავებელი და ევროკავშირის ეკონომიკური კრიზისის მომგვარებელი.
"დიფ სთეითი რა არისო" - ბევრს გაინტერესებთ და სხვა კი არაფერია - ურეიტინგო, ლეგიტიმაციამორღვეული პოლიტიკური ჯგუფები, რომ კვლავ მმართველობით რგოლებში არიან?!“ - წერს ქადაგიძე.