
ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ხშირად აქვეყნებს სტატუსს ყოველდღიური ცხოვრებიდან. მას გამორჩეული იუმორის გრძნობითაც აფასებენ.
იგი სტამბოლში მოგზაურობს, სადაც საფულე იპოვა და პატრონს დაუბრუნა:
„ახლა ისეთი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ვიცი არ დამიჯერებთ, რადგან მეც არ მჯერა თუ ასეთი ვიყავი. სტამბოლის საერთაშორისო აეროპორტში ვიპოვე საფულე, რომელიც დატენილი იყო 100 და 50-ევროიანი კუპიურებით.
ასევე იყო მეპატრონის აიდი ბარათი. ავტეხე ამბავი, მოვძებნე მეპატრონე, გადავეცი და დავწყნარდი. სანაცვლოდ მხოლოდ „სენქიუ“ მივიღე, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ.
P.S. ახლა როცა ეიფორიიდან გამოვედი ვხვდები, რომ ბედნიერი კი არა, სხვა რამე ვარ (მეზობლის უზრდელი ბავშვები რომ აწერენ ღობეებსა და კედლებზე), მაგრამ მაინც კარგი ვქენი ასე მგონია“, - წერს დათო ლიკლიკაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე