რეზონანსი
15.09.2025

ხოშტარიასგან ბანერზე „რუსულის“ დაწერა სასაცილო და მიუღებელია, პუტინი რუსეთის ფედერაციიდან ვინმეს ერთ თეთრს მისცემს, თუ მას ის მტრად მიაჩნია ან თუ მიაჩნია, რომ ის პოლიტიკურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობს, რომელიც ანტირუსულ პოლიტიკას ატარებს?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიას მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება.

„მართლა სულელები ვგონივართ და მართლა სულელები ჰგონიათ ამომრჩეველი, რომ ამას ვერ ხვდებოდეს? ეს ათი ათასობით დოლარი, რომელიც რუსეთისგან მოემართება, სწორედ ამ საქმიანობისკენ მიდის. ის მათ საქმეს აკეთებს. ამაზე კითხვების დასმა უკვე უხერხული და სასაცილოცაა. ვინც გინდა დააწეროს „რუსული“, მაგრამ ხოშტარიამ – არა. უხერხული და სასაცილოა. თუ სიტყვა „რუსულის“ გამოყენება მოსწონს და ამას სოლიდარობას ეძახის, მაშინ ამას „რუსულ სოლიდარობას“ დავარქმევდი. ელენე ხოშტარიას მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება, რადგან ეს არის პროვოკაცია. როგორ შეიძლება პროტესტი იყოს? – რუსეთის მიერ დაფინანსებული ქალი დადის და პლაკატებზე და ბანერებზე სიტყვა „რუსულს“ აწერს, ეს მხოლოდ სასაცილოა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიას მიერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×