რეზონანსი
15.09.2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, თბილისში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა თბილისის 53-ე და 127-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს განახლებულ გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად ორივე სკოლაში სრულად განახლდა სასწავლო სივრცეები. ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარული კვანძები და პანდუსი. ასევე მოეწყო სპორტული დარბაზები და მოედნები.

თბილისის 53-ე საჯარო სკოლის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 14 279 130 ლარზე მეტი გამოიყო, ხოლო 127-ე საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 8 900 000 ლარზე მეტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×