რეზონანსი
14.09.2025

ცდილობენ, პროვოკაციებით მიიქციონ ყურადღება, აამღვრიონ ვითარება ქვეყანაში, თუმცა ამასაც ვერ მიაღწევენ იმდენად დასუსტებულია დღეს ოპოზიცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის" ეთერში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიზერამდეა დასული საზოგადოებაში ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერის და ნდობის ხარისხი.

„ერთი რამ არის მთავარი, რომ ამ სცენარსაც სჭირდება ზუსტად იგივე რესურსი რეალიზებისათვის, რაც სჭირდება არჩევნების მოგებას. აქაც არის საჭირო ხალხის მხარდაჭერა. ისინი მიდიან პროვოკაციებზე, რა თქმა უნდა, რაც ხდებოდა ვაშინგტონში, ეს იყო პროვოკაცია და პროვოკაციის გარდა, ეს იყო ღალატის ქვეყნის წინააღმდეგ. ასევე ვიხილეთ პროვოკაციები თბილისში ჩვენს საარჩევნო შტაბთან, ეს არის სისუსტის გამოძახილი იმ პირობებში, როდესაც ისინი ხედავენ, რომ არათუ საზოგადოების მხარდაჭერა, აგებენ არჩევნებს, რა თქმა უნდა, ცდილობენ, პროვოკაციებით მიიქციონ ყურადღება, აამღვრიონ ვითარება ქვეყანაში, თუმცა ამასაც ვერ მიაღწევენ იმდენად დასუსტებულია დღეს ოპოზიცია. სისუსტეში პირველ რიგში იგულისხმება ის, რომ მიზერამდეა დასული საზოგადოებაში მათ მიმართ მხარდაჭერის და ნდობის ხარისხი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×