რეზონანსი
14.09.2025

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ ქალი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანს სცემს.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობა) მუხლის პირველი ნაწილის პრიმა პუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქალი ძალადობს სავარაუდოდ, არასრულწლოვანზე. სოციალური ქსელში ვიდეოს ავტორი წერს, რომ „ეს მხოლოდ მცირე ნაწყვეტია კადრების, ცემის ფაქტი 2 წუთი და 30 წამი მიმდინარეობდა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×