რეზონანსი
14.09.2025

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ, 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე „რუსთავი 2"-ის მიერ წერილობით გაგზავნილ შეკითხვას უპასუხა.

საპასუხო წერილში ორგანიზაციამ „რუსთავი 2"-ის კითხვას უპასუხა, სადაც ეუთო/ოდირი ადასტურებს, რომ ჩეხეთის ხელისუფლებამ 3 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად მისია 2 სექტემბერს მიიწვია:

„ჩეხეთის არჩევნებზე ეფექტური დაკვირვებისთვის საჭირო იყო „საარჩევნო შეფასების მისია". ეს არის სადამკვირვებლო მისიის ის ფორმატი, რომელსაც ახლა ვანთავსებთ ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც 2 სექტემბერს მივიღეთ ოფიციალური მოწვევა ხელისუფლებისგან", - ნათქვამია „რუსთავი 2"-თვის გამოგზავნილ საპასუხო წერილში.

„ქრონიკის" მიერ გაგზავნილი შეკითხვის პასუხად კი ეუთო-ოდირი თავს არიდებს საქართველოზე საუბარს, თუმცა, ადასტურებს, რომ არჩევნების შეფასების მისიებს გზავნის კენჭისყრის დღემდე ორი-სამი კვირით ადრე, მაშინ როდესაც საქართველოში ჩამოსვლაზე ერთი თვით ადრე უარი თქვეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×