
უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლის, კიტ კელოგის თქმით, უკრაინა რუსეთთან ომს არ წააღებს.
მისი განცხადებით, უკრაინელებს რუსეთთან შედარებით მორალური უპირატესობა აქვთ, რაც აშკარაა.
კელოგი აღნიშნავს, რომ "უკრაინელები დრონების წარმოებაში მსოფლიო ლიდერები გახდნენ" და მნიშვნელოვნად გაუსწრეს შეერთებულ შტატებს
მისი თქმით, რუსებს ძლიერი არმია ჰყავთ, თუმცა "არა ისეთი, როგორც თავად რუსები გვარწმუნებენ".
"უკრაინელებმა შეძლეს რუსეთის სამხედრო ძალების მნიშვნელოვნად შემცირება, რის გამოც უკრაინის სამხედრო მარცხზე საუბარი აღარ არის", - ამბობს კელოგი
კელოგი ასევე გამოეხმაურა რუსეთის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას.
"19 დრონი შეფრინდა - ეს არ შეიძლება შემთხვევითობა იყოს. შეიძლება იყოს ერთი შეცდომითი მიზანი, შეიძლება ორი, მაგრამ 19 არა... ვლადიმერ პუტინი მიზანმიმართულად მოქმედებს, ის სიგნალს აგზავნის და პასუხის მოსმენა სურს", - თქვა კიტ კელოგმა.