რეზონანსი
14.09.2025

ნანი ბრეგვაძე მსახიობ გიორგი ბრეგვაძისა და თავადთა შთამომავლის, ოლგა მიქელაძის ოჯახში დაიბადა. სახლში თითქმის ყველა მღეროდა, ამიტომ მუსიკალური ნიჭი ნანის მემკვიდრეობით ერგო. ოლგა საკმაოდ მკაცრი  დედა იყო. სწრედ მისი რჩევით შექმენა ოჯახი ნანი ბრეგვაძემ. თავად მუსიკოსი აღნიშნავდა, რომ დედას მის ცხოვრებაში განსაკუთრებით დიდი ადგილი და მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად დაოჯახება არ სურდა, დედის ნებას მაინც დაჰყვა და მერაბ მამალაძეზე იქორწინა.

დედამ დაარწმუნა გოგონა, ბიჭი კარგი ოჯახიდან არის, აუცილებლად უნდა გაჰყვე ცოლად და ნორმალური ოჯახი შექმნაო.

როცა მერაბი ხელის სათხოვნელად მივიდა, ის, მშობლების რჩევით, დათანხმდა ვაჟის წინადადებას, თუმცა, როგორც ამბობენ, არც იმ დროს და არც შემდეგ მომღერალი მერაბის მიმართ ძლიერ გრძნობას არ განიცდიდა. ნანის დედამ მერაბს პირობა ჩამოართვა, რომ ის გოგონას სიმღერას არ დაუშლიდა, თუმცა მან მოგვიანებით პირობა დაარღვია.

ნანი ბრეგვაძე იხსენებდა, რომ მისი პირველი სიყვარული სოფიკო ჭიაურელის ძმა იყო:

"გათხოვებამდე სოფიკო ჭიაურელის ძმა მიყვარდა. ყველამ იცოდა ამის შესახებ. ის კი ცოლიანი იყო. ვგიჟდებოდი მასზე. შემდეგ გავთხოვდი, განვქორწინდი... ქმართან გაშორების შემდეგ, ერთადერთი ნამდვილი სიყვარული მქონდა... ძალიან მუსიკალური იყო, ღმერთმა მიბოძა ეს სიყვარული... ჩვენთან სახლშიც მოდიოდა, თუმცა დედას ის არ მოსწონდა ჩემთვის, როგორც ქმარი..." - ამბობდა მომღერალი ინტერვიუში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×