
მათ [ევრობიუროკრატია] კარგად იციან, რომ ეს კანონი არავის ჩაგრავს და არავის წინააღმდეგაა მიმართული. ის არ ითვალისწინებს რაიმე დისკრიმინაციას, თუნდაც, სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა მიმართ. ამ კანონში წერია, რომ პროპაგანდა, განსაკუთრებით ბავშვებს შორის, ამ პროპაგანდის გავრცელება არის აკრძალული. ჩვენი ქვეყანა ფიქრობს თავის მომავალზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „EURO ანატომია" „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონზე საუბრისას.
მისი თქმით, დაპირისპირების წინ წამოწევა არის მიზანი კანონის მიმართ ასეთი დამოკიდებულების.
„როდესაც სპეციალურად ხაზს უსვამენ, რომ ეს არის დისკრიმინაციისთვის მიღებული კანონი, აქ უნდა ვეძებოთ სერიოზული კონსპირაცია, რომელიც გულისხმობს საზოგადოებაში დაპირისპირებების წარმოქმნის და ეროვნული უსაფრთხოების პრინციპებისადმი დაპირისპირებას. აქ არის ჩადებული იდეა, რომ ადამიანებმა ერთმანეთში იკამათონ მაშინაც კი, როდესაც საკამათო არაფერია. ეს კანონი ბერს წაკითხული არ აქვს", - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს, გაუქმდეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.