რეზონანსი
13.09.2025

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ საბაზისო დოკუმენტი ფაქტობრივად მზად არის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„უკვე ფაქტობრივად მზად არის საბაზისო დოკუმენტი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, შესაბამისად, მთელი მთელი ჩვენი ევროპისთვისაც. დეტალები ყურადღებით მუშავდება, ყველაფერი ჩვენს პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული," - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, „ახლა რუსეთს უნდა მოვაწვეთ საბრძოლო ქმედებების შეწყვეტამდე - შეხვედრის ფორმატამდე, რომელიც იმუშავებს, საიმედო სიჩუმემდე, რათა რუსეთმა მკვლელობები და დარტყმები შეწყვიტოს".

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს შესაძლებელი იქნება თუ უკრაინა ევროპასთან, აშშ-თან და სხვა გლობალურ სუბიექტებთან ერთად იმოქმედებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×