
ხაბეიშვილმა თქვა, რომ სამწუხაროდ, ბევრს არ სჯერა ოპოზიციაში, ბევრს - ხალხში, მაგრამ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაიჯერა, რომ ხალხს შეუძლია ცვლილება, ამიტომ დააკავეს ხაბეიშვილი, ზოდელავა - ისინი გამარჯვების რწმენას ასხივებდნენ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.
მისი თქმით, მოსამართლე ლევან ხაბეიშვილს არ იცნობდა და ის „პორტრეტით შეაფასა".
„ლევან ხაბეიშვილმა მარტივად გააცამტვერა ბრალდება, რომელსაც ედავება ივანიშვილის რეჟიმი. მან თქვა, რომ ამაზე ორი თვეა საუბრობს, მაგრამ „ქართულ ოცნებას" შეეშინდა მას შემდეგ, რაც ხალხმა მართლა დაიწყო ამის დაჯერება. ლევანმა, კიდევ მარტივი რამ თქვა, რომ ბევრს სამწუხაროდ, არ სჯერა ოპოზიციაში, ბევრს ხალხში, მაგრამ ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაიჯერა, რომ ხალხს შეუძლია ცვლილება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. თავიდან „ქართული ოცნება" ცდილობდა, რომ მოდი, დავაიგნორებ, მერე მოდი, ხაბეიშვილს დავცინებ. არ გამოვიდა და რეჟიმი დარწმუნდა, რომ ხალხს შეუძლია ცვლილება. პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები გამოვდივართ კონსტიტუციის დამცველები. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხს შეუძლია დაადგინოს ის მთავრობა რომელიც მას სჭირდება. ეს რეჟიმმა მართლა დაიჯერა, ამიტომ, დააკავეს ხაბეიშვილი. ამიტომ დააკავეს მურთაზ ზოდელავაც. ისინი გამარჯვების რწმენას ასხივებდნენ. ჩვენც უნდა დავიჯეროთ, რომ ხალხს შეუძლია მოიტანოს ცვლილებები.
სამწუხარო ისაა, რომ აბსურდია. ადვოკატებმა კარგად ისაუბრეს. იმავე მოსამართლეა, რომელმაც დაკავების თანხმობა გასცა. ადამიანმა ხაბეიშვილი შეაფასა პორტრეტით, არც იცნობდა, თურმე იყო ნეგატიური, უარყოფითი ადამიანი. თურმე ამის გამო არის აუცილებელი მისი დაკავება. ბუნებაში არ არსებობს, რომ ადამიანი, რომელმაც უკვე შეაფასა და იმსჯელა ხაბეიშვილზე, დღეს მსჯელობს პატიმრობის შეფარდების საკითხზე. ესეც სერიოზული დარღვევაა. უბრალოდ, მნიშვნელობა არ აქვს, სისტემა რომელ მოსამართლეს დანიშნავს, მთავარია ჩვენ დავიჯეროთ, რომ ჩვენ, ქართველებს თვითონ შეგვიძლია ცვლილებები მოვიტანოთ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.