რეზონანსი
13.09.2025

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა რომში, საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ხელმოწერები მომავალი წლის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი.

ფიდანის ცნობით, საბოლოო ხელმოწერის შემდეგ თურქეთი სომხეთთან ურთიერთობების დარეგულირებას დაუყოვნებლივ დაიწყებს.

ფიდანმა შეაქო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ყარაბაღის ომის შემდეგ აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარებისას გაბედული რისკებისთვის.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლიერება გამოხატა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიმართ და ვაშინგტონში ისტორიული შეთანხმების მიღწევის მიზეზად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაასახელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×