რეზონანსი
13.09.2025

ამერიკელი მემარჯვენე აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრება რამდენიმე ადამიანს სამსახურის დაკარგვის ფასად დაუჯდა, რადგან ბევრ შტატში ხელისუფლება აღნიშნულ თემაზე გამოთქმულ კრიტიკულ კომენტარებს ებრძვის. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამსახურიდან გათავისუფლებულებს შორის არიან მასწავლებლები, მეხანძრეები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, საიდუმლო სამსახურის თანამშრომლები და ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ერთ-ერთი ცნობილი გუნდის თანამშრომლები.

ადამიანები სამსახურიდან იმ ფონზე გაათავისუფლეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ გაატარებს ზომებს იმ უცხოელების წინააღმდეგ, რომლებიც, მათ აზრით, „აქებენ, ამართლებენ ან დასცინიან" კირკის მკვლელობას, რომელიც თავად იყო სიტყვის თავისუფლების მომხრე, წერს The Guardian-ი.

ამასთან ერთად, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა თანამშრომლებს უბრძანა იპოვონ და იდენტიფიცირება მოახდინონ იმ სამხედროების, რომლებიც ჩარლი კირკის მკვლელობას ამართლებენ, წერს გამოცემა ტელეარხ NBC News-ზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე უკვე დაითხოვეს იმის გამო, რომ მათ სოციალურ ქსელში აღნიშნულ საკითხს რამდენიმე პუბლიკაცია მიუძღვნეს. პენტაგონის კიდევ ათეულობით თანამშრომელი სასაუბროდ არის გამოძახებული

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×