რეზონანსი
13.09.2025

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და უკრაინის ლიდერის ვოლოდიმირ ზელენსკის ომია.

ტრამპის განცხადებით, ის მხოლოდ იმას ცდილობს, რომ უკრაინაში ომი დაასრულოს. ის აგრეთვე მოუწოდებს ნატოს წევრ ქვეყნებს რუსეთისგან ნავთობის შესყიდვაზე უარი თქვან, თუ სურთ, რომ ომი სწრაფად დასრულდეს.

„ეს არ არის ტრამპის ომი (ის არც დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!), ეს ბაიდენისა და ზელენსკის ომია. მე აქ ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ ის შევაჩერო და რუსებისა და უკრაინელების ათასობით სიცოცხლე გადავარჩინო (მხოლოდ გასულ კვირას 7 118 ადამიანი დაიღუპა. სიგიჟეა!). თუ ნატო მოიქცევა ისე, როგორც მე ვამბობ, ომი მალე დასრულდება და ყველა სიცოცხლე გადარჩება! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ დროს მაკარგვინებთ, ხოლო შეერთებულ შტატებს - ენერგიასა და ფულს", - დაწერა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×