რეზონანსი
13.09.2025

განმარტება, რაც მოვისმინეთ ძალიან დიდი აბსურდი იყო და ჩვეულებრივი სისულელე - [ეუთო/ოდირი] ფეხქვეშ გათელეს, გადაუარეს ამ ორგანიზაციას. შესაბამისად, მათ სურვილი არ აქვთ, შიში აქვთ, ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ეუთო/ოდირთან დაკავშირებით განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ეუთო/ოდირის მიერ არასაკმარისი დროის მომიზეზება აბსურდული იყო.

„ეს განმარტება, რაც მოვისმინეთ ძალიან დიდი აბსურდი იყო და ჩვეულებრივი სისულელე. თქვენ მოიყვანეთ კარგი მაგალითი - 2008 წელს, ყველას გვახსოვს, უმოკლეს დროში მოახდინეს რეაგირება, ორგანიზება და ჩამოვიდნენ. მაგრამ, გულწრფელად ვამბობ, მათიც მესმის, თავიდანვე ვიყავი დარწმუნებული, რომ ისინი არ ჩამოვიდოდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე თვის წინ საპარლამენტო არჩევნებისას, სადაც ჩვენ გავიმარჯვეთ, მათ დადეს დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა თავისუფალ გარემოში ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია და ქართველ ხალხს ჰქონდა იმის ნება და შესაძლებლობა გაეკეთებინა არჩევანი, ყველას გვახსოვს, როგორ თავს დაესხნენ, როგორ გადაუარეს და აბულინგებდნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთაც.

გახსოვთ, ევროპარლამენტში სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის პირების მხრიდან რა განცხადებებიც კეთდებოდა ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით. ფეხქვეშ გათელეს, გადაუარეს ამ ორგანიზაციას. შესაბამისად, მათ სურვილი არ აქვთ, შიში აქვთ, ეშინიათ, რომ კიდევ იმ ბულინგის და ზეწოლის ქვეშ არ მოექცნენ", - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×