
ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ამბობს, რომ გაასაჯაროებს იმ პირის ვინაობა, ვინც „ნაციონალური მოძრაობიდან“ „პრაიმტაიმს“ ახალაიას შესახებ ინფორმაცია მოაწოდა. ანი ნადარეიშვილი ადასტურებს, რომ ინფორმაცია გამოცემას ნამდვილად „ნაცმოძრაობიდან“ მიაწოდეს და ბაჩო ახალაიას დაკავების შემთხვევაში წყაროს დაასახელებს.
„ეგ არაა ტყუილი ალიკა სამწუხაროდ, ბაჩოს მოკიდებენ ხელს და ვიტყვი ვინც არის! წყაროს ვგულისხმობ ნაცმოდან“, - დაწერა ანი ნადარეიშვილმა ანა წითლიძის სტატუსის კომენტარებში.
„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ახალაია, რამდენიმე ყოფილ ძალოვანთან და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად რამდენიმე კვირის განმავლობაში ამუშავებდა 4 ოქტომბერს, არეულობის მოწყობის შემდეგ პარლამენტის “აღების” გეგმას, ხოლო შეკრების ადგილად შავიშვილის ქუჩაზე არსებული, მისი ცოლის, ანი ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული სახლი აქვთ არჩეული.
სანდო წყარომ „ნაცმოძრაობის“ რიგებიდან ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ გეგმის სისრულეში მოსაყვანად ახალაია სახლში ფიზიკურად ინახავს პარლამენტის შენობის დიდ მაკეტს, რათა თანამზრახველებს დეტალურად აუხსნას შენობის პიკეტირების სამოქმედო გეგმა, რაც თავის მხრივ, აქტივისტებთან უნდა ჩაიშალოს.
წყარო: primetime.ge
