რეზონანსი
12.09.2025

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა საქალაქო სასამართლოში დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ წარმომადგენლობის დირექტორის გამოკითხვის პროცესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ის ოდიოზური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლებიც იკითხებიან, იყვნენ უშუალო მონაწილეები და ორგანიზატორები იმ აქციების. ამ ყველაფერს თავადაც არ უარყოფენ. ამბობენ, რომ მათი თანამშრომლების რესურსით მონაწილეობდნენ აქციებში და რეალურად, სწორედ ამ ორგანიზაციების ადამიანური რესურსი წარმოადგენდა იქ ერთ-ერთ ყველაზე დიდ და აგრესიულ ძალას. როგორც ვამბობდით, იქ მდგომი ადამიანები სწორედაც რომ ფინანსდებოდნენ უცხოური თანხებით. ყველაფერზე დადასტურებულად და არა მხოლოდ პოლიტიკური შეფასებებით უკვე საგამოძიებო სისტემები და უწყებებო გაგვცემენ პასუხს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

საქალაქო სასამართლოში დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ წარმომადგენლობის დირექტორი გამოიკითხა. გენერალურ პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოქმედების ფაქტებზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×